ფრანკლინ დელანო რუზველტი დაიბადა 1882 წელს. ჰარვარდში სწავლის პერიოდში ხშირად კორესპონდენტად მუშაობდა. მოგვიანებით კი მთავარი რედაქტორი გახდა - “Harvard Crimson“ –ის სტუდენტური გაზეთისა. სწორედ იმ პერიოდში აიღო მან ინტერვიუ, რამაც მას დიდი აღიარება მოუტანა. რუზველტი რამდენიმეჯერ იქნა არჩეული ეს პერიოდებია 1933- 45 წლები. იგი იყო XX საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ- ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ. რუზველტის ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა.მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდ- ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტურ გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს.
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოჰყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამასთანავე რუზველტმა გაატარა მთელი რიგი პროგრამები და ნელ-ნელა ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა. მას ადანაშაულებდნენ ოპონენტები ქვეყნის სოციალისტური მიმართულებით წაყვანაში. ასევე შეგვიძლია რუზველტის ერთ- ერთი გამონათქვამი მოვიშველიოთ: დემოკრატია ვერ იქნება წარმატებული, თუ ის ადამიანები ვინც გამოხატავს აზრს არ იქნებიან ბრძნულად მომზადებული საკითხების შესახებ. რუზველტმა ურთულეს წლებში უხელმძღვანელა ამერიკას, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს უკვე მისი ჯანმრთელობა მძიმე იყო. გარდაიცვალა 1945 წლის 12 აპრილს, ჯორჯიაში.ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.
წყარო:ვიკიპედია, politpost.com , Genia.ge
No comments:
Post a Comment