პოემის თემატიკური სიახლეები კარგად ესადაგება თხზულების რთულ პრობლემატიკას. ბაირონის ტრაგიკულმა აღქმამ იჩინა თავი 1813 -1816 წლებში შექმნილ თავის პოემებში. ხოლო შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი უიმედობა და ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი. წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური დრამატული პოემა ,, მანფრედი“ 1817 წელი. ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. 1817 წლიდან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ,,ტასოს ჩივილი" 1817 წელი, ,,მაზერა" 1818 წელი, ,,ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება 1816-1817 წლები. XIX საუკუნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა. ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.
წყარო: ვიკიპედია
წყარო: ვიკიპედია
No comments:
Post a Comment