Wednesday, December 17, 2014

მარტინ კუპერი

მთელ მსოფლიოში მობილური ტელეფონის გარდა ხალხთა შორის კომუნიკაციისა ყველაზე კომფორტული და პოპულარული საშუალებაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მობილური ტელეფონების ეპოქაში და დღეს ძნელად მოიძებნება  პიროვნება, ვისაც არა აქვს და არ სარგებლობს ფიჭური ქსელით. დღეს უამრავი ადამიანი საათობით საუბრობს, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინრბებს. საინტერესოა მობილური ტელეფონის შექმნის ისტორია, ვინ და როდის შექმნა იგი. მობილური ტელეფონის ისტორია იწყება  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამ დროს კომპანია A T & T-მ, უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორიამ “ბელ ლამორატორეს”–მა  წამოაყენა მობილური ტელეფონების შექმნის იდეა. ეს იყო თამამი გადაწყვეტილება 1947 წლისათვის. ამ კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი განკუთვნილი იყო მანქანაში დასამონტაჟებლად. აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40კგ–ს იწონიდა. მანქანაში დამონტაჟებული ტელეფონების დაპატარავება დაიწყო 50–იან წლებში. უფრო მცირე ზომის ტელეფონი ნაკლებ ადგილს იკავებდა, ხოლო 70–იან წლებში ტელეფონი წონა შემსუბუქდა, იგი 12–14კგ– ს  იწონიდა. Motorola-ას  კომპანია მაშინაც არსებობდა, მაგრამ მისი თავდაპირველი საქმიანობა მობილური ტელეფონების გამოშვება არ იყო. კომპანია Motorola-ში  მარტინ კუპერის მისვლით ყველაფერი შეიცვალა.
 მარტინ კუპერი 1928 წელს დაიბადა. კომპანია “Motorola”-ში სამუშაოდ იგი 1945 წელს მივიდა. პირველი ტელეფონის სახელწოდება იყო  “დინა–დენტი,”  რომელიც მან გამოიგონა და მის დატენვას 10 საათზე მეტი სჭირდებოდა. ამ  ტელეფონის კილოგრამნახევრიანი ყურმილიც ნამდვილად არაპრაქტიკულად მოგვეჩვენება.

მარტინ კუპერის მობილური ტელეფონის გამომგონებლის  პირველი ზარი განხორციელდა 1973 წელს და იგი ნამდვილ ტრიუმფად აღიარეს. კომპანია  Motorola-ში, 20 წლის მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ მას შეეძლო  პატარა ზომის  ფიჭური ტელეფონის შექმნა. თანდათან მარტინის იდეა ხორცს ისხამდა.Mobile_phone_evolution
კომპანია ცდილობდა დაერწმუნებინა  კომუნიკაციების ფედერალური კომისია, რომ  ფიჭური ტელეფონების დასანერგად  კერძო კომპანიას  საკუთარი  თავისუფალი სიხშირე სჭირდებოდა. მარტინ კუპერის ამ იდეას ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ, რადგან ყველაზე ძლიერი ლაბორატორიის  სპეციალისტები  კომპაქტური ტელეფონის გამოშვებას არ გეგმავდნენ. მაგრამ კომუნიკაციების ფედერალური კომისია წავიდა კომპრომისზე და მისცა  “Motoroloa”-ს შანსი: მას სიხშირეს გამოუყოფდნენ იმ შემთხვევაში, თუ  კომპანია დაამტკიცებდა, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია. 3 აპრილს მარტინ კუპერმა  მობილური ტელეფონით დაურეკა “ბელ ლამორატორ”–ის  კვლევითი განყოფილების უფროსს სკეპტიკოს ჯოელ ენგელსს, რომელიც  უარყოფდა ფიჭური ტელეფონების იდეას. ექსპერიმენტი მარტინ კუპერის გამარჯვებით დასრულდა. კეძო კომპანიებმა თავისი სიხშირეები მიიღეს. “Motorola”  კი პირველი წარმატებული კომპანია გახდა, რომელმაც მასობრივად აწარმოა მობილური ტელეფონები. 1979 წელს იაპონიაში  NTT-ის მიერ გამოშვებული იქნა პირველი კომერციული ფიჭური ქსელი. 1981 წელს გაუშვეს NMT-ის სისტემა ერთდროულად დანიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიაში.
წყარო: ka.wikipedia.org   Intermedia.ge

1 comment:

  1. Best Free Spins No Deposit - 1XBet Korean Online Casinos
    Free spins no deposit on Lucky Jackpot with a valid one-time deposit up to KOR 100,000! Best Online Casino Bonuses 2021 · 10 1xbet partenaire Playin Bonus Offers at Online Casinos.

    ReplyDelete