Wednesday, December 17, 2014

მარტინ კუპერი

მთელ მსოფლიოში მობილური ტელეფონის გარდა ხალხთა შორის კომუნიკაციისა ყველაზე კომფორტული და პოპულარული საშუალებაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მობილური ტელეფონების ეპოქაში და დღეს ძნელად მოიძებნება  პიროვნება, ვისაც არა აქვს და არ სარგებლობს ფიჭური ქსელით. დღეს უამრავი ადამიანი საათობით საუბრობს, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინრბებს. საინტერესოა მობილური ტელეფონის შექმნის ისტორია, ვინ და როდის შექმნა იგი. მობილური ტელეფონის ისტორია იწყება  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ამ დროს კომპანია A T & T-მ, უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორიამ “ბელ ლამორატორეს”–მა  წამოაყენა მობილური ტელეფონების შექმნის იდეა. ეს იყო თამამი გადაწყვეტილება 1947 წლისათვის. ამ კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი განკუთვნილი იყო მანქანაში დასამონტაჟებლად. აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40კგ–ს იწონიდა. მანქანაში დამონტაჟებული ტელეფონების დაპატარავება დაიწყო 50–იან წლებში. უფრო მცირე ზომის ტელეფონი ნაკლებ ადგილს იკავებდა, ხოლო 70–იან წლებში ტელეფონი წონა შემსუბუქდა, იგი 12–14კგ– ს  იწონიდა. Motorola-ას  კომპანია მაშინაც არსებობდა, მაგრამ მისი თავდაპირველი საქმიანობა მობილური ტელეფონების გამოშვება არ იყო. კომპანია Motorola-ში  მარტინ კუპერის მისვლით ყველაფერი შეიცვალა.
 მარტინ კუპერი 1928 წელს დაიბადა. კომპანია “Motorola”-ში სამუშაოდ იგი 1945 წელს მივიდა. პირველი ტელეფონის სახელწოდება იყო  “დინა–დენტი,”  რომელიც მან გამოიგონა და მის დატენვას 10 საათზე მეტი სჭირდებოდა. ამ  ტელეფონის კილოგრამნახევრიანი ყურმილიც ნამდვილად არაპრაქტიკულად მოგვეჩვენება.

ჯორჯ გორდონ ბაირონი

ჯორჯ  ბაირონი  ეროვნებით ინგლისელი გახლდათ. იგი  დაიბადა  1788  წლის  22 იანვარს.  სწავლობდა  კემბრიჯის  უნივერსიტეტში. მისი  ლექსების  პირველი  კრებული  ,, მოცალეობის  საათები“  გამოდის  1807  წელს.  ბაირონი  1811  წელს  აქვეყნებს  პოემას ,,ჩაილდ  ჰაროლდის  მოგზაურობას“. მისი დიდი პოპულარობა სწორედ ამ  პოემის  გამოქვეყნებას  უკავშირდება. ხოლო  1812-1814  წლებში  ვლინდება  ბაირონის  სიძულვილი  ლონდონის  არისტოკრატიული  წრეებისადმი. პოემაში ისმის პროტესტი  არსებული  სოციალური წყობილების  მიმართ.

Tuesday, December 9, 2014

ფრანკლინ დელანო რუზველტი

ფრანკლინ დელანო რუზველტი დაიბადა 1882 წელს. ჰარვარდში სწავლის პერიოდში ხშირად კორესპონდენტად მუშაობდა. მოგვიანებით კი მთავარი რედაქტორი გახდა - “Harvard Crimson“ –ის სტუდენტური გაზეთისა. სწორედ იმ პერიოდში აიღო მან ინტერვიუ, რამაც მას დიდი აღიარება მოუტანა. რუზველტი რამდენიმეჯერ იქნა არჩეული ეს პერიოდებია 1933- 45 წლები. იგი იყო XX საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ- ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ. რუზველტის ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა.მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდ- ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტურ გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს.