Monday, November 17, 2014

მარგარეტ ტეტჩერი


ევროპა არასოდეს გახდება ამერიაკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა ფილოსოფიისა– მარგარეტ ტეტჩერი
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი გაერთიანებული  სამეფოს პრემიერ–მინისტრი 1979–1990 წლებში და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975–1990 წლებში.
ის იყო მე–20 საუკუნი ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული  პრემიერ–მინისტრი და ერთადერთი ქალბატონი ამ პოსტზე. საბჭოთა ჟურნალისტიკა  მას  ეძახდა  “რკინის ლედის,” მეტსახელს, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო  პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. ის პირველად გამოიყენა კაპიტანმა იური გავრილოვმა 1976 წელს  საბჭოთა გაზეთ  “წითელ ვარსკვლავში.”  მან დანერგა პოლიტიკა რომელიც ცნობილი გახდა,  როგორც “ტეტჩერიზმი.” უინსტონ ჩერჩილის მსგავსად, ის გახლდათ  უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა  არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი.
ალბათ სწორედ ამ მსგავსების გამო აღნიშნავდა  ლეონიდ ბრეჟნევი –  “მარგარეტ ტეტჩერი  ცდილობს ატაროს უინსტონ ჩერჩილის  შარვალი.”

თავდაპირველად, მკვლევარი  ქიმიკოსი, მოგვიანებით  ბარისტერი,  ტეტჩერი  აირჩიეს პარლამენტის წევრად  ფინჩლიდან 1959  წელს. ედვარდ ჰიტმა დანიშნა ის განათლებისა და  მეცნიერების მინისტრად 1970 წლის მთავრობაში. 1975 წელს ტეტჩერმა ჰიტი დაამარცხა კონსერვატიული პარტიის ლიდერის  არჩევნებში და იქცა  ოპოზიციის ლიდერად. ის იყო პირველი ქალი,  რომელიც ლიდერობდა ძირითად პოლიტიკურ ძალას გაერთიანებულ სამეფოში. იგი გახდა, პრემიერ–მინისტრი 1979 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
დაუნინგის ქუჩა ნომერ ათში გადასვლის შემდეგ, ტეტჩერმა  გამოიგონა პოლიტიკური და ეკონომიური ინიციატივების სერიები, რათა შემოებრუნებინა  ბრიტანეთის დაღმასვლა.  მისი პოლიტიკური ფილოსოფია და  ეკონომიური პოლიტიკა ეყრდნობოდა დერეგულაციას ( კერძოდ, ფინანსური სექტორის) მოქნილ  შრომის ბაზარს,  სამთავრობო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციასა და სავაჭრო კავშირების ძალისა და  გავლენის შემცირებას. ტეტჩერის პოპულარობა პირველ წლებში საგრძნობლად მცირდებოდა რეცესიისა და მაღალი უმუშევრობის გამო, სანამ ეკონომიკის გამოცოცხლება არ დაიწყო და 1982 წლის ფოლკლენდის ომმა არ გაზარდა  მისი რეიტინგი  მსოფლიო მასშტაბით.  ტეტჩერს ერთი წამითაც კი არ შეურბილებია  თავისი სოციალური რეფორმის სიხისტე, მან უფრო მეტად  დაიტვირთა თავი, დღე–ღამეში  მხოლოდ 3– 5  საათი თუ ეძინა:
“ჩემი ცხოვრება –  ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს მე კი ვცხოვრობ  იმისთვის, რომ ვიმუშაო,” – აღნიშნავდა ის.
იმ დროისთვის მარგარეტმა თავისი  მზერა ახალა უკვე ბრიტანეთის  საგარეო პოლიტიკური ინტერესების აღსრულებაზე გადაიტანა. პრემიერის უკომპრომისო ხასიათი ნათლად  გამოვლინდა ბრიტანეთის არგენტინასთან დაპირისპირების  დროს ფოლკლენდის კუნძულებზე დავისას. ამ კუნძულზე ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 1800  შოტლანდიელი ცხოვრობდა, არგენტინა ამ კუნძულების გადაცემას XIX  საუკუნიდან უშედეგოდ ითხოვდა. 1982 წელს არგენტინის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ  დავის გადაწყვეტა სამხედრო ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი, ამიტომაც კუნძულზე თავისი  სადესანტო ნაწილები გადასხა. ტეტჩერმა, მიუხედავად გაეროს ამკრძალველი რეზოლუციისა, კუნძულზე  100 000  კაციანი  სამხედრო ფლოტი გაგზავნა და აიძულა არგენტინა, რომ კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ამ ომში გამარჯვებამ დიდი გავლენე იქონია ტეტჩერის  პრესტიჟზე, ერთიორად გაამყარა მისი პოზიციები, როგორც  საშინაო, ისე  საგარეო ასპარეზზე  და გაამარჯვებინა 1983 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატიულ პარტიას დამაჯერებელი გამარჯვება მოაპოვებინა.
ტეტჩერი მესამე ვადით აირჩიეს  1987  წელს,  მაგრამ მისი სათემო  გადასახადი  იყო  ძალიან არაპოპულარული  და  მის შეხედულებებს ევროპულ კავშირზე არ იზიარებდნენ მისი კაბინეტის წევრები. ის გადადგა  პრემიერის პოსტიდან  1990 წლის  ნოემბერში. ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე–20  საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა  წიგნი   “სახელმწიფოს  მართვის ხელოვნება.”
1992 წელის  ივნისში  მას  ბარონესას ტიტული მიანიჭეს.  მარგარეტი  ბილდერბერგის კლუბის  მუდმივი წევრი იყო.  2007  წელს მარგარეტ ტეტჩერი  ბრიტანეთის პირველი პრემიერ–მინისტრი გახდა, რომელსაც სიცოცხლეშივე ბრიტანეთის პარლამენტში მონუმენტი დაუდგეს. იგი 2013 წლის 8 აპრილს  ინსულტით გარდაიცვალა.
მარგარეტი  ვესტმისტერ – სითიმ თავის საპატიო მოქალაქედ  გამოაცხადა.  ბოლო ადამიანი,  ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად,  გახლდათ  მარგარეტის კერპი უინსტონ  ჩერჩილი.
წყარო: ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment