Thursday, November 13, 2014

გალილეო გალილეი

გალილეო გალილეი (1564-1642) იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი. იგი პიზაში დაიბადა.გალილეოს მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები.მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ. მისი ექსპერიმენტალური ნაშრომები ფართოდ აღიარებულია ფრენსის ბეკონის ნაშრომებთან ერთად. გალილეო თანამედროვე მეცნიერული მეთოდის ფუძემდებელია, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.მისი კარიერა თან ხვდება იოჰანეს კეპლერისას. გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. მის მშობლებს ვინჩენცო და ჯულია ერქვათ. გალილეო მათი პირველი შვილი იყო, რომლის დაბადებამაც ცოლ-ქმარს უდიდესი სიხარული მიანიჭა. მას ხუთი და-ძმა ჰყავდა. იგი როგორც უფროსი შვილი ყველას მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

გალილეოს მამა მუსიკოსი იყო და მას სურდა შვილი არა მის პროფესიას, არამედ მედიცინას გაჰყოლოდა. გალილეომ განათლება პიზასა და ფლორენციაში მიიღო, 25 წლის ასაკში ლექციებს კითხულობდა პიზაში, სადაც არისტოტელეს, ევკლიდესა და პტოლომეოსის ნაშრომებს განმარტავდა. 1592 წელს პადუაში( ქალაქი იტალიაში, მდებარეობს ვენეციიდან დასავლეთით 20 კმ.-ში) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1610 წლამდე გააგრძელა მოღვაწეობა, შემდეგ ფლორენციაში დასახლდა და ტოსკანის დიდი მთავრის „მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის“ სახელი დაიმკვიდრა. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია გალილეოს როლი ფიზიკისა და ასტრონომიის განვითარებაში: 1609 წელს აწყობილი ჭოგრიტით მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა: აღმოაჩინა იუპიტერის ოთხი მთავარი თანამგზავრი, რომელთაც მედიჩების მთვარეები უწოდა. გარდა ამისა აღმოაჩინა, სატურნის წრეები, ირმის ნახტომის ვარსკვლავური სტრუქტურა, მზის ლაქები. გალილეოს მიხედვით მეცნიერება ერთადერთ საშუალებას - ექსპერიმენტს ფლობს, რომელშიც ინდუქციას მათემატიკური გაანგარიშება ავსებს: დაკვირვება, განმარტების ძიება, გამოთვლა, შემოწმება ამ მეთოდის ეტაპებია. რა თქმა უნდა, ფაქტებზე დაკვირვებისას მეცნიერს გონიერება ესაჭიროება, რათა მკაფიოდ განსაზღვროს ისინი. დაკვირვების შემდეგ მეცნიერი აკეთებს სავარაუდო განმარტებას. აქ არ არის საუბარი არსისა და ფორმების ძიებაზე, როგორც ბეკონთან, არამედ ხდება ფაქტის დაფიქსირება. დაბოლოს, ვარაუდი - ამ ეტაპზე მეცნიერი ექსპერიმენტის ვარაუდის მართებულობასა და საკმარისობას ამოწმებს.
წყარო: ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment