Sunday, October 19, 2014

ჯუზეპე ვერდი



“ხმა და მეთოდიკა  ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება,”  ამბობდა ვერდი.
ჯუზეპე ფორტუნიტო  ფრანჩესკო ვერდი–მე–19 –ე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი და მსოფლიო ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მას მოღვაწეობა მოუხდა იტალიისთვის მეტად მგზნებარე რევოლუციის პერიოდში, რომელიც ისტორიაში შევიდა  “რისორჯიმენტოს” მოძრაობის სახელით, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ  რევოლუციონერი  კარბონარი გარიბალდი, პატრიოტული ორგანიზაციის  “ახალგაზრდა იტალიის” დამარაარსებელი პოეტი  მაძინი და მუსიკაში ვერდი. წამოძახილი “ვივა ვერდი” გახდა იტალიის რევოლუციის ლოზუნგი, რადგან გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, მას ჰქონდა იდუმალი აზრიც “VERD” ასოებით გაშიფრეს, როგორც “ვიქტორ ემანუილ რე (მეფე)  იტალიისა. პიემონტელმა პატრიოტებმა ჯუზეპე  ვერდის  “იტალიის გამაერთიანებელი მეფე”  უწოდეს. ვერდის შემოქმედებაში I-ტრიუმფი იყო ოპერა “ნაბუკო”, რომლის უვერტიურა  გუნდის შესრულებით გახდა “თავისუფალი იტალიის” ჰიმნი და სიმბოლო. ვერდის შემოქმედება უჭკნობია, აქტუალურია დღესაც. იგი მუსიკის ისტორიაში შევიდა,როგორც  საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორი რეალისტი. მისი შემოქმედების ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ–დემოკრატიულ კულტურასთან  კავშირმა განაპირობა ვერდის  პოპულარობა.

 ჯუზეპე ვერდი დაიბადა 1813 წლის 10 ოქტომბერს იტალიის სოფელ  ლე  რონკოლეში   ქ. ბუსეტოს  მახლობლად, ტრაქტირის მეპატრონის კარლო ჯუზეპე ვედისა და ლუიჯა უტინის ოჯახში. 8–წელი ელოდნენ პირმშოს დაბადებას. ჯუზეპეს ასევე ყავდა უმცროსი და ჯუზეპა – ის იყო ლამაზი, მაგრამ  გონებასუსტი ბავშვი, რომელიც პატარაობაშივე გარდაიცვალა. ჯუზეპე ვერდი დაიბადა ღარიბ ოჯახში. მან გამოიარა მძიმე, მკაცრი  ცხოვრება, მაგრამ  ცხოვრების ეკლიანი გზა მან  ღირსეულად განვლო,  აღსავსე იმედგაცრუებებით, უბედურებებით, წინააღმდეგობებით, დაცემებითა და ტრიუმფებით აღსავსე, რაც გენიოსთა ხვედრია. დაწყებითი სკოლა ჯუზეპემ ლე რონკოლეში დაამთავრა. მას დიდად არ აინტერესებდა სწავლა, გამორჩეულად იტაცებდა მუსიკა. მისი მუსიკის პედაგოგი იყო ეკლესიის ორგანისტი  ბაისტროკი. 10 წლის ჯუზეპე გაემგზავრა  ქ.ბუსეტოში  გიმნაზიაში სასწავლებლად. მისი მეცენატი გახდა ვაჭარი, მელომანი  ანტონიო  ბარეცი, რომელმაც განჭვრიტა ჯუზეპეს, როგორც დიდი კომპოზიტორის მომავალი.
ჯუზეპეს სამუსიკო სკოლაში ასწავლიდა ეკლესიის ორგანისტი და სკოლის დირექტორი ფერდინანდო პროვეზი, მან ჯუზეპეს შეასწავლა კომპოზიციის საფუძვლები. ანტონიო ბარეციმ ჯუზეპე ოჯახში მიიღო და შეიყვარა, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა. ჯუზეპე ოცნებობდა მილანის კონსერვატორიაში სწავლაზე. მაგრამ მან ეს გამოცდა  ვერ ჩააბარა. იგი არ მიიღეს საიმპერატორო–სამეფო  კონსევატორიაში იმ მიზეზით  რომ ის იყო 18 წლის ასაკს გადაცილებული, იყო გლეხური წარმომავლობის, მას გამოუტანეს ვერდიქტი: “ვერდიმ არ იცის  და ვერც ისწავლის ფორტეპიანოზე დაკვრას,” რაც ჯუზეპესთვის მეხის დაცემას ნიშნავდა.ვერდი ბრუნდება ბუსეტოში, ქორწინდება ანტონიო ბარეცის ქალიშვილზე მარგარეტზე და ისინი მიალანში მიემგზავრებიან. მილანში მათ შეეძინებათ ჯერ ქალიშვილი ვირჯინია, შემდეგ ვაჟი იჩილიო. იჩილიოს დაბადებიდან რამოდენიმე დღეში უკვდება  შვილი ვირჯინია. ერთ წელიწადში კი ვაჟი იჩილიოც.  მარგარეტი ავადაა და ენცეფალიტით გარდაიცვლება. ჯუზეპე რჩება მარტო. ამ   მდგომარეობაში მას უწევს მუშაობა  კომიკური ოპერის შექმნაზე  “ყალბი სტანისლავი”. ვერდის პირველი ოპერები “ობერტო” და “მეფე ერთი საათით” ჩავარდა, ფიასკო განიცადეს. ოპერა  “ნაბუკომ” კი შეძრა მსმენელი, ტრიუმფით გავიდა. აღიარეს ჯუზეპეს ნიჭი, იგი შევიდა მილანისა და იტალიის მუსიკალურ ისტორიაში, მიღებულია გავლენიან სალონებში – კლარინა მაფეის, გრაფინია აპიანისა და მოროზინის, სადაც ვერდი უახლოვდება  ოპერის პრიმადონას  ჯუზეპინა სტრეპონის – ლამაზდა მეტად განათლებულ ქალს, რომელიც მას აახლოებს ბარტოლომეო მორელისთან – ცნობილ მილანელ იმპრესარიოთ მეფედ წოდებულთან, კაცთან,  რომელსაც უყვარდა გზის გაკაფვა დიდების მაძიებელი  ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჯუზეპე ვერდი ერთ–ერთი იმათგანი იყო და მორელის არ გაჭირვებია მისი დახმარება. ვერდიმ კარგად იცოდა რომ ეს სალონები, მანდილოსნები და კავალრები ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს და იმ საუკუნის ქალებს, რომ ყოველთვის მოსწონდათ  გამარჯვებულები. ჯუზეპინა სტრეპონი გახდა მისი II-ცოლი. ვერდი იღებს აზნაურის წოდებას. 40 წლის ვერდი უკვე სახელმოხვეჭილი კომპოზიტორი და მდიდარი აზნაურია – მან შეიძინა ვილა სანტ–აგატაში  და მამულები. ის წერს ოპერას “ტრავიატა” დიუმა– შვილის  “ქალი კამელიებით”–ს მიხედვით. “ტრავიატამ” სრული ფიასკო განიცადა. დაიწუნეს შინაარსი: “კურტიზანი ქალის გამოჩენა ელიტარულ საოპერო სცენაზე” მიუღებლად მიიჩნიეს.ვერდი ოპერის ჩავარდნას მშვიდად შეხვდა, მან იცოდა რომ  ტრავიატა შედევრი იყო და დრო ამას დაამტკიცებდა. სამაგიეროდ მისი ოპერა “აიდა” – დიდი ტრიუმფით გავიდა. მილანის დიდკაცობამ ვერდის გადასცა დირიჟორის ოქროთი მოვარაყებული სპილოს ძვლის ჯოხი.  82–წლის  ასკში ჯუზეპე ვერდი ქმნის “ოტელოს” – სიყვარულის ჰიმნს. ეს ოპერა  “ლა–სკალაში” ტრიუმფით გავიდა. ჯუზეპინა სტრეპონი გარდაიცვალა 81 წლის. 1901 წლის 27 იანვარს კი გარდაიცვალა  ჯუზეპე  ვერდი  85 წლის. იტალიური ბელკანტოს  პრინციპზე დაყრდნობით ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. მან შეცვალა ტრადიციული იტალიური  ოპერის ხასიათი  და სტრუქტურა. ჯუზეპე  ვერდი  26 – ოპერის ავტორია, აქედან 6 ორი რედაქციით, კანტანტები,  “ოტელო”, “ერის ჰიმნი,”  რომლებიც დაწერილი იქნა 1862 წელს, რომანსები, სიმღერები და სხვა.

წყარო: მილშტეინი –  დასავლეთ ევროპის მუსიკა  –”რისორჯიმენტოს მიმდინარეობა,"
ლევიკი –  IVთ  “ლერონკოლელი გლეხის ფენომენი”,  ვიკიპედია

No comments:

Post a Comment