ბილ გეიტსი
Microsoft-ის დამაარსებელი უილიამ ჰენრი გეიტს III დაიბადა 1955 წელს ქალაქ სიეტლში იურისტისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. მან ადრეულ ასაკში გამოავლინა მათემატიკისკენ მიდრეკილება და სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობები.იგი კერძო პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც გაიცნო პოლ ალენი. ორივე ფანტასტიკის მოყვარულები იყვნენ. იქვე ადგილობრივ გამოთვლით ცენტრში გაიხსნა საბავშვო წრე, სადაც ორივე მაშინვე ჩაეწერა. ორივე გატაცებული იყო კომპიუტერული პროგრამირებით. ბილ გეიტსი პროგრამირებისადმი გატაცებამ სასკოლო გაკვეთილების გაცდენას მიაჩვია. მერვე კლასელი ბილ გეიტსი უკვე პროგრამებსაც წერდა და ანაზღაურებასაც იღებდა. ბოლო კლასში მან პროგრამისტად დაიწყო მუშაობა TRW–ში,სადაც წელიწადში 20 ათას დოლარს უხდიდნენ. შემდეგ ბილმა დაიწყო საკუთარ კომპანიაზე ზრუნვა. იგი ჩაიკეტა სასტუმროს ნომერში და რამოდენიმე წელი თავაუღებლად მუშაობდა და 1975 წელს დაიბადა Microsoft-ი, რომელიც გახდა კერძო კორპორაცია, მისი თავმჯდომარე გახდა ბილ გეიტსი,ხოლო პოლ ალენი აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი.
დასაწყისში კომპანია Microsoft–ის საქმიანობა არც თუ ისე კარგად მიდიოდა. გეიტსი, ალენი და მისი თანამებრძოლები მუშაობდნენ დღეღამეში 24 საათის განმავლობაში, მაგრამ არ გააჩნდათ არც ძალა, არც საშუალება გენიალური პროდუქციის შესაქმნელად.ერთადერთი რაც შეძლეს ეს იყო ბეისიკში სრულყოფილების შეტანა.კომპანიას არ ჰქონდა პროდუქციის გასაღების მენეჯერის აყვანის საშუალება, ამიტომ ეს ყველაფერი გეიტსის დედამ ითავა. იგი მორიდების გარეშე სთავაზობდა Microsoft-ის პროდუქციას ისეთ უზარმაზარ კომპანიებს როგორიცაა IBM და AT&T. კომპანია MITS-ი ეძებდა პროგრამირების ენას რომელიც მომხმარებლებს მისცემდათ საშუალებას ემუშავათ Altair-ზე. გაიტსი და ალენი ამ კომპანიას დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ გააჩნიათ BASIC-ის საუკეთესო ვერსია, თუმცა ეს სიცრუე იყო. მაგრამ ალენმა და გეიტსმა ორ კვირაშ ჩაწერეს პროგრამული უზრუნველყოფა.1977 წლის ივლისში Microsoft-ი იწყებს პროგრამირების მეორე ენის ForTran-ის გაყიდვას.1978 წლის აპრილში გაიყიდა პროგრამირების მესამე ენა COBOL-80-ი. 1978 წლის ოქტომბერში ფირმა RadioShack-და და Apple-მ Microsoft–ისგან BASIC-ის ლიცენზია შეიძინეს. პოლ ალენმა მოგვიანებით კომპანია დატოვა , მაგრამ "სილიკონის ველის მნიშვნელოვან აქციონერად დარჩა.პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე Microsoft–ი დომინანტი გახდა. მოგვიანებით Microsoft-მონოპოლიზებაშიც კი დაადანაშაულეს.ბილ გეიტსმა შექმნა უნიკალური პროდუქტები Microsoft Windows და საოფისე პაკეტი Microsoft Office რომლის პირველ ვერსიაშიც შედის:word , Excel, Powerpoint. გაიტსი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი მსოფლიოს იმ 40 ადამინშია, ვინც "საქველმოქმედო აღქმას" მოაწერა ხელი.ამის შედეგად გეიტსმა პირობა დადო, რომ სიცოცხლის განმავლობაში სიმდიდრის უმეტესობა ქველმოქმედებას მოხმარდება. მან დაარსა "ბილ და მელინდა გეიტსბის ფონდი" და 30 მილიონზე მეტი დაახარჯა მსოფლიო სწავლებასა და ჯანდაცვის პროგრამებს.
წყარო: ვიკიპედია
No comments:
Post a Comment