იტალიელი
მოგზაური მარკო პოლო
1254 წელს ადრიატიკის ზღვაში
მდებარე
კუნძულ კორჩულაზე
(ამჟამად ხორვატიის ტერიტორია)
დაიბადა. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მარკო პოლოს მიერ შორეულ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ მოთხრობილი ამბები მის თანამედროვეებს დაუჯერებლად მიაჩნდათ. „მარკო პოლოს წიგნის“ სახელით ცნობილ მემუარებში ის მოგვითხრობს უცნობი ცივილიზაციების დიდძალ სიმდიდრესა და ქონებაზე, რომლის მოსაპოვებლად დასავლეთელი ვაჭრები ძალას არ იშურებდნენ. მისმა წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ხალხის შეხედულებებზე.მარკო დაბრუნდა ვენეციაში 1295 წელს. მარკო პოლოს დაბრუნებიდან 25 წელიწადში მისი მემუარების ხელნაწერები უკვე გავრცელებული იყო ლათინურ, ძველ ფრანგულ და, შესაძლოა, ძველ ზემოგერმანულ ენებსა და გალურ-იტალიურ, ტოსკანურ და ვენეციურ დიალექტებზე, რაც შუა საუკუნეებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ორი საუკუნის განმავლობაში მის წიგნს ხელით იწერდნენ. 1477 წლიდან ის უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდებოდა ხელმისაწვდომი. მარკო პოლო, ალბათ, ყველაზე ცნობილია იმ ევროპელთაგან, რომლებიც აბრეშუმის დიდი გზით გაემგზავრნენ ჩინეთში.
რატომ წამოიწყო მან ეს მოგზაურობა? ყველაფერი დასაჯერებელია მისი მონათხრობიდან იმის შესახებ, რაც ნახა და გააკეთა?
|
|
|
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში.აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა.
მარკო პოლოსადმი სკეპტიკური დამოკიდებულება შუა საუკუნეებიდან დღემდე
გრძელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი პოლოს ბიოგრაფიული მონაცემების სიმცირეა.
წყარო: ვიკიპედია
No comments:
Post a Comment