Wednesday, October 29, 2014

სალვადორ დალი


მე–20 საუკუნის უდიდესი სიურეალისტი მხატვარი – სალვადორ დალი  საკუთარ “უჩვეულო ავტოპორტრეტს”  ქმნის თავის  ავტობიოგრაფიულ რომანში    “სალვადორ დალის  იდუმალი ცხოვრების ამბავი,” რომელიც გამოსცა 1942 წელს. მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე გენიალურია, როგორც მხატვრული – მისი წიგნი ბეტსელერად იქცა. წიგნში ” მაგიური ოსტატობის  50–საიდუმლო” დალი წერს:
“ექვსი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მზარეული, შვიდისას ნაპოლეონი – მე ის ვერ გავხდი, თხუტმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი – მე ის გავხდი. ოცი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი  მსოფლიოში ყველაზე განთქმული მხატვარი – მე ეს გამომივიდა. ოცდათხუტმეტი წლისას მსურდა  მიმეღწია  წარმატებისა და კეთილდღეობისთვის– ეს მე მაქვს.ორმოცდახუთი წლის ასაკში მსურდა  შემექმნა შედევრი და  გადამერჩინა თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისაგან –რასაც მივაღწიე.
სალვადორ დალი ცნობილია თავისი ექსცენტრიულობით, რაც კარგად ჩანს  მის გამონათქვამებში: “ექსცენტრიულობა ჩემი ხვედრია,” “რით ვიკვებები – ვიცი, რას ვსაქმიანობ – არა!” “ადამიანის სხეულის ყველაზე ფსიქოლოგიური ორგანო მისივე ყბებია,”  ” ჩემი განცდები უწონადია და საპნის ბუშტივით მყიფე,”  “ჩემივე ისტერიული ქმედებები მევე მტოვებენ სახტად.”

Sunday, October 19, 2014

ჯუზეპე ვერდი



“ხმა და მეთოდიკა  ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება,”  ამბობდა ვერდი.
ჯუზეპე ფორტუნიტო  ფრანჩესკო ვერდი–მე–19 –ე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი და მსოფლიო ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მას მოღვაწეობა მოუხდა იტალიისთვის მეტად მგზნებარე რევოლუციის პერიოდში, რომელიც ისტორიაში შევიდა  “რისორჯიმენტოს” მოძრაობის სახელით, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ  რევოლუციონერი  კარბონარი გარიბალდი, პატრიოტული ორგანიზაციის  “ახალგაზრდა იტალიის” დამარაარსებელი პოეტი  მაძინი და მუსიკაში ვერდი. წამოძახილი “ვივა ვერდი” გახდა იტალიის რევოლუციის ლოზუნგი, რადგან გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, მას ჰქონდა იდუმალი აზრიც “VERD” ასოებით გაშიფრეს, როგორც “ვიქტორ ემანუილ რე (მეფე)  იტალიისა. პიემონტელმა პატრიოტებმა ჯუზეპე  ვერდის  “იტალიის გამაერთიანებელი მეფე”  უწოდეს. ვერდის შემოქმედებაში I-ტრიუმფი იყო ოპერა “ნაბუკო”, რომლის უვერტიურა  გუნდის შესრულებით გახდა “თავისუფალი იტალიის” ჰიმნი და სიმბოლო. ვერდის შემოქმედება უჭკნობია, აქტუალურია დღესაც. იგი მუსიკის ისტორიაში შევიდა,როგორც  საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორი რეალისტი. მისი შემოქმედების ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ–დემოკრატიულ კულტურასთან  კავშირმა განაპირობა ვერდის  პოპულარობა.

Sunday, October 12, 2014

მარკო პოლო


იტალიელი მოგზაური მარკო პოლო 1254 წელს ადრიატიკის ზღვაში  მდებარე კუნძულ კორჩულაზე (ამჟამად ხორვატიის ტერიტორია) დაიბადა. იგი იყო  ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. მარკო პოლოს მიერ შორეულ ჩინეთში მოგზაურობის შესახებ მოთხრობილი ამბები მის თანამედროვეებს დაუჯერებლად მიაჩნდათ. „მარკო პოლოს წიგნისსახელით ცნობილ მემუარებში ის მოგვითხრობს უცნობი ცივილიზაციების დიდძალ სიმდიდრესა და ქონებაზე, რომლის მოსაპოვებლად დასავლეთელი ვაჭრები ძალას არ იშურებდნენ. მისმა წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ხალხის შეხედულებებზე.მარკო დაბრუნდა ვენეციაში 1295 წელს. მარკო პოლოს დაბრუნებიდან 25 წელიწადში მისი მემუარების ხელნაწერები უკვე გავრცელებული იყო ლათინურ, ძველ ფრანგულ და, შესაძლოა, ძველ  ზემოგერმანულ ენებსა და გალურ-იტალიურ, ტოსკანურ და ვენეციურ დიალექტებზე, რაც შუა საუკუნეებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ორი საუკუნის განმავლობაში მის წიგნს ხელით იწერდნენ. 1477 წლიდან ის უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდებოდა ხელმისაწვდომი. მარკო პოლო, ალბათ, ყველაზე ცნობილია იმ ევროპელთაგან, რომლებიც აბრეშუმის დიდი გზით გაემგზავრნენ ჩინეთში

Wednesday, October 1, 2014

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი

Microsoft-ის დამაარსებელი უილიამ ჰენრი გეიტს  III  დაიბადა 1955 წელს ქალაქ  სიეტლში იურისტისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. მან ადრეულ ასაკში გამოავლინა მათემატიკისკენ  მიდრეკილება და სხვა განსაკუთრებული შესაძლებლობები.იგი კერძო პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, სადაც გაიცნო პოლ ალენი. ორივე ფანტასტიკის მოყვარულები იყვნენ. იქვე ადგილობრივ  გამოთვლით ცენტრში  გაიხსნა საბავშვო წრე, სადაც ორივე მაშინვე ჩაეწერა. ორივე გატაცებული იყო კომპიუტერული პროგრამირებით. ბილ გეიტსი პროგრამირებისადმი გატაცებამ სასკოლო გაკვეთილების გაცდენას მიაჩვია. მერვე კლასელი ბილ გეიტსი უკვე პროგრამებსაც წერდა და ანაზღაურებასაც იღებდა. ბოლო კლასში მან პროგრამისტად დაიწყო მუშაობა  TRW–ში,სადაც წელიწადში 20 ათას დოლარს უხდიდნენ. შემდეგ ბილმა დაიწყო საკუთარ კომპანიაზე ზრუნვა. იგი ჩაიკეტა სასტუმროს ნომერში და რამოდენიმე წელი თავაუღებლად მუშაობდა და  1975 წელს  დაიბადა  Microsoft-ი, რომელიც გახდა კერძო კორპორაცია, მისი თავმჯდომარე გახდა ბილ გეიტსი,ხოლო პოლ ალენი აღმასრულებელი  ვიცე–პრეზიდენტი.