ევროპა არასოდეს გახდება ამერიაკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა ფილოსოფიისა– მარგარეტ ტეტჩერი
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრი 1979–1990 წლებში და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975–1990 წლებში.
ის იყო მე–20 საუკუნი ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ–მინისტრი და ერთადერთი ქალბატონი ამ პოსტზე. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა “რკინის ლედის,” მეტსახელს, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. ის პირველად გამოიყენა კაპიტანმა იური გავრილოვმა 1976 წელს საბჭოთა გაზეთ “წითელ ვარსკვლავში.” მან დანერგა პოლიტიკა რომელიც ცნობილი გახდა, როგორც “ტეტჩერიზმი.” უინსტონ ჩერჩილის მსგავსად, ის გახლდათ უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი.
ალბათ სწორედ ამ მსგავსების გამო აღნიშნავდა ლეონიდ ბრეჟნევი – “მარგარეტ ტეტჩერი ცდილობს ატაროს უინსტონ ჩერჩილის შარვალი.”